ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.
ბაგა-ბაღი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადილემ ილია ბეგიაშვილმა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.
ოთახები აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ავეჯით, კეთილმოეწყო სასწავლო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. საბავშო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და გათვლილია სკოლამდელი ასაკის 100 ბავშვზე. იგეგგმება ეზოს ინტერიერის კეთილმოწყობა. სამუშაოები რეგიონში გასახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელდა.